ჩვენი პროექტები

ორგანიზაცია „ერთად სახლში“ მუშაობს სხვადასხვა სახის პროექტზე. პროექტები მიზნად ისახავს ემიგრაციაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და მათი გადაჭრის გზების შემუშავებას, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, საზოგადოებაში დემოკრატიული ცნობიერების და კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესებას, მეცნიერების პოპულარიზაციას, საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლას და მათი გადაჭრის თანამედროვე და პროგრესული გზების შემუშავებას. ჩვენ ვაპირებთ აგრეთვე პროექტების ინიციირებას, რომლებიც  განიხილავს ადამიანების მიმართ არათანაბარი მოპყრობის და მათი დისკრიმინაციის ყველანაირი ფორმის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საკითხებს. პროექტები შეეხება ასევე ანტისაოკუპაციო თემატიკას და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ დემოკრატიულ, ეკონომიკურ თუ საგანმანათლებლო რეფორმებს. ასევე ვახორციელებთ ჰუმანიტარული დახმარების განხრით სხვადასხვა პროექტსს.

ჩვენი პროექტების ფინანსურ წყაროს წარმოადგენს საწევრო გადასახადები, მიღებული შემოწირულობები და სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული ორგანიზაციის მიერ გაცემული გრანტები.