ორგანიზაციის პრეზენტაცია

პრესრელიზი

23 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთად სახლში“ პრეზენტაცია/დისკუსია გაიმართა, სადაც ორგანიზაციის მიზნებზე, სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განმარტეს, ორგანიზაციის მთავარი მიზანი საქართველოს საკეთილდღეოდ მოღვაწეობაა. ასევე, დემოკრატიული ცნობიერების გაძლიერება, საქველმოქმედო მიზნებისთვის სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა და საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის, ისტორიის პოპულარიზაციაა.

ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, შეხვედრის მთავარი მიზანი მოახლოებულ არჩევნებზე მანიპულაციის რეალური საფრთხე გახდა.

დისკუსია, გარდა წინასაარჩევნო პროცესებისა, ასევე შეეხებოდა არჩევნების დღეს ემიგრანტების პროცესებში მაქსიმალურად ჩართვას და მათთვის საარჩევნო უბნების სიხშირის გაზრდას.

ორგანიზაციის მთავარი სტრატეგია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოსა და საზღვარგარეთ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების გაგზავნაა.

შეხვედრის მონაწილეებს სკაიპით ჩაერთო საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ქვეყნის გამოწვევებზე ისაუბრა და მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

„ბოლო 8 წელია საქართველო ეკონომიკურ სტაგნაციაშია. ამავე პერიოდში საქართველოს მოსახლეობა 1 მილიონით შემცირდა. ქვეყნიდან მაქსიმალური გადინება ხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკას თავისი გადმორიცხვებით ემიგრანტები ინახავენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია ემიგრანტების ხმა ისმოდეს და მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ბედის გადაწყვეტაში.“ – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

  • მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ. 14, სასტუმრო რუმსი

  • თარიღი: 23.02.2020

  • დრო: 13:00 სთ – 1სთ

  • კონტაქტი: gemeinsamzuhause.v@yahoo.com