#არაოკუპაციას

არასამთავრობო ორგანიზაცია #ერთადსახლში აპროტესტებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას, ქართული სოფლების უმოწყალო განადგურებას, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებიდან ქართული მოსახლეობის სისტემატიურ გატაცებას, საოკუპაციო რეჟიმის მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების და გამყოფი ბარიერების დამონტაჟებას და მცოცავ ოკუპაციას. #ერთადსახლში სისტემატიურად ატარებს სხვადასხვა სახის ანტისაოკუპაციო ღონისძიებებს და აქციებს. მაგალითად, 2019 წლის 24 მარტს ევროპის და ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქალაქში ერთდროულად ჩავატარეთ ანტისაოკუპაციო აქციები და გავაპროტესტეთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიტაცება. აქციის „1000 წერილი პუტინს“ ფარგლებში „ერთად სახლში“-ს ორგანიზებით სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ემიგრანტებმა 2019 წლის აპრილში რუსეთის საელჩოებს რუსეთის პრეზიდენტის პუტინის მისამართით
გავუგზავნეთ საპროტესტო წერილები, სადაც საუბარი იყო რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების წამების და მათი სიცოცხლის მოსპობის შესახებ. 2019 წლის 18 ივლისს ქალაქ ბონში უკრაინელ და რუს ემიგრანტებთან ერთად გავაპროტესტეთ პეტერსბურგის დიალოგის ფარგლებში რუსეთის მთავრობის დელეგაციის და საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის ვიზიტი გერმანიაში. ბერლინში რუსეთის საელჩოს წინ ჩვენი ორგანიზაცია პერიოდულად ატარებს საპროტესტო აქციებს რუსეთის მთავრობის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის შეჩერების და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის მოთხოვნით. ორგანიზაცია „ერთად სახლში“ მომავალშიც რჩება აქტიური რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გაპროტესტების მიმართულებით. ჩვენ პერიოდულად დავაანონსებთ ანტისაოკუპაციო აქციებს. გვადევნეთ თვალი აგრეთვე ჩვენს ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/GemeinsamZuhause.e.Verein

#ერთადსახლში ბელარუსიაში დიქტატურის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე კიოლნში, გერმანია

16 აგვისტო, 2020 წელი

ანტისაოკუპაციო აქცია რუსეთის საელჩოს წინ ბერლინში, გერმანია

08 აგვისტო 2020 წელი

ანტისაოკუპაციო აქცია რუსეთის საელჩოს წინ ბერლინში

გერმანია, 25 აგვისტო 2019

#არაოკუპაციას

ანტისაოკუპაციო აქცია პეტერსბურგის დიალოგის გამო ბონში, გერმანია

18 ივლისი 2019 წელი

#არაოკუპაციას

ანტისაოკუპაციო აქციები ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქალაქებში

24 მარტი 2019 წელი

#არაოკუპაციას

ანტისაოკუპაციო აქცია ბერლინში რუსეთის საელჩოს წინ

17 მარტი 2019 წელი

#არაოკუპაციას