ონლაინ-პეტიცია საქართველოში არჩევნების ელექტრონულ სისტემაზე (ე-ხმა) გადასვლის მოთხოვნით

მოვითხოვთ, გაიზიაროს საქართველოს პარლამენტმა საერთაშორისო ტენდენცია, გაეცნოს უკვე დაგროვილ გამოცდილებებს და შექმნას სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ ეტაპობრივად მოხდეს არჩევნებში ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა. მომავალი 2020 წლის არჩევნებისთვის კი უზრუნველყოს ელექტრონული ხმის მიცემა (მაგ. ინტერნეტით, ბლოკჩეინით) საქართველოს ამომრჩევლებისთვის.

Fehler: Kontaktformular wurde nicht gefunden.

მოვითხოვთ, გაიზიაროს საქართველოს პარლამენტმა საერთაშორისო ტენდენცია, გაეცნოს უკვე დაგროვილ გამოცდილებებს და შექმნას სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ ეტაპობრივად მოხდეს არჩევნებში ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა. მომავალი 2020 წლის არჩევნებისთვის კი უზრუნველყოს ელექტრონული ხმის მიცემა (მაგ. ინტერნეტით, ბლოკჩეინით) საქართველოს ამომრჩევლებისთვის.

მიგვაჩნია, რომ საქართველოში შექმნილი საარჩევნო გარემო ცვლილებების აუცილებლობის წინაშე გვაყენებს. ამ მხრივ განსაკუთრებულია ორი გარემოება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს არჩევნების უმთავრეს მოთხოვნაზე: მის საყოველთაობაზე, ასევე მისი ლეგიტიმურობის ხარისხზე და იძლევა შესაძლებლობებს, რომ არჩევნების შედეგის მანიპულაცია მოხდეს. ეს გარემეობები გამოიხატება იმაში, რომ:

– ამომრჩეველთა დიდი ნაწილი გაურკვეველი დროით საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფება.
– საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მიგრირებულია დედაქალაქში, ოფიციალური საცხოვრებელი ადგილის ჩანაწერის გარეშე, ხოლო რეგიონები დიდწილად ცარიელია. ეს ტენდენცია სამწუხაროდ მატულობს.
საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ელექტრონული ხმის მიცემით შესაძლებელია არა მარტო ამ ხარვეზების გამოსწორება, არამედ ბევრი სხვა სახის სასარგებლო შედეგის მიღწევაც.

მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი:

● სახელწიფო ბიუჯეტი დაზოგავს უზარმაზარ თანხას, რაც ქვეყანაში არსებული სიღარიბის პირობებში საშურიც კია.

● ყველა საარჩევნო პროცედურა სრულდება სმარტფონის, პლანშეტის ან სტაციონალური კომპიუტერის ეკრანზე, რაც არის მოქნილი და კომფორტული პროცესი არა მხოლოდ ემიგრანტებისთვის, არამედ შშმ პირებისთვის და სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისთვის, რომ უპრობლემოდ და დროის დაკარგვის გარეშე დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი, თუნდაც სამუშაო დღეს.

● ხელს შეეწყობა ამომრჩევლის მეტ ჩართულობას, მისი მობილურობიდან გამომდინარე.
● განსაკუთრებით კარგად ერგება ქვეყნებს მწირედ დასახლებული რეგიონებით და საზღვრებს გარეთ მყოფი დიდი რაოდენობის ამომრჩევლით.
● უზრუნველყოფს არჩევანის ფარულობის და ანონიმურობის დაცვას.
● მთლიანად გამორიცხავს ბათილად ცნობილი ბიულეტინების არსებობას.
● დათვლის პროცესი მიმდინარეობს სწრაფად, ავტომატურად წარმოებულ რეჟიმში, რასაც გაყალბების შესაძლებლობა მინიმუმადე დაჰყავს.
● იძლევა ნებისმიერი არჩევნების ოპტიმიზაციის საშუალებას, რადგან ხმის მიცემა შესაძლებელია დიგიტალური ფორმით, რაც არსებული შრომატევადი საარჩევნო პროცედურის ალტერნატივაა.
● იძლევა აგრეთვე შესაძლებლობას, ხშირად იქნას ჩატარებული გამოკითხვები (რეფერენდუმები), რაც მისასალმებელი ნაბიჯი იქნება პირდაპირი დემოკრატიისკენ.

ელექტრონულ ხმის მიცემაზე გადასვლა იქნება საქართველოს პასუხი იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებსაც დიგიტალიზაციის ერა და გლობალიზაცია გვიქმნის.
ესტონეთი, შვეიცარია, საფრანგეთი და ნორვეგია წარმატებულად მუშაობენ ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის დანერგვაზე.

ამ მხრივ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად გვევლინება ესტონეთი, რომელიც პრაქტიკულად 2005 წლიდან საყოველთაო და ინსტიტუციონალიზირებული ელექტრონული ხმის მიცემის სისტემით სარგებლობს და რომლის მოდელიც არა მხოლოდ დაკვირვების ობიექტი, არამედ მისაბაძიც ხდება ევროპის ბევრი სხვა ქვეყნისათვის. თუ 2005 წელს ესტონეთში ამომრჩევლის 2%-მა ისარგებლა ელექტრონული ხმის მიცემის საშუალებით, ბოლო არჩევნებში ეს მაჩვენებელი 30 %- ს გადაცდა.

ლიეტუვა გეგმავს, რომ 2019 წლის ბოლომდე სრულად გამართოს სისტემა, ხოლო 2020 წლიდან ელექტრონული ხმის მიცემა ალტერნატიულ საშუალებად შესთავაზოს თავის მოქალაქეებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული გამოკითხვით, მოსახლეობის 56 % ამ გეგმას ხმას უჭერს.
ესტონეთის და ლიეტუვის მსგავსად, საქართველოს მოსახლეობასაც მეტი მზაობა და ნაკლები შიში აქვს იმისათვის, რომ დემოკრატიის ხელსაწყოებიცა და თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობებიც ერთდროულად მიიღოს და ერთმანეთს დაუკავშიროს.

შვეიცარიამ, ესტონეთის პარალელურად, ელექტრონულ ხმის მიცემაზე ეტაპობრივი გადასვლა დაიწყო. 2004 წლიდან მან სწორედ რომ საზღვარგერეთ მცხოვრები შვეიცარიელებისთვის გამართა ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა, რომლის გამოყენების საშუალება დაახლოებით 200 000 ამომრჩეველს მიეცა. შვეიცარიის ფედერალურმა მთავრობამ უკვე შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ელექტრონული ხმის მიცემის შესაძლებლობა ყველა მოქალაქეზე განევრცობა.

აქ აღსანიშნავია საფრანგეთიც, რომლის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს ჯერ კიდევ 2003 წლიდან აქვთ საშუალება, ელექტრონული ხმის მიცემით აირჩიონ სენატორები.

ამ მაგალითების და პეტიციის მხარდამჭერების ნების გამოვლინების საფუძველზე შევახსენებთ სახელმწიფოს მის ვალდებულებას, გადადგას პირველი ნაბიჯები და კლასიკური არჩევნების პარალელურად დაამკვიდროს ელექტრონული ხმის მიცემის ალტერნატივაც – იმ სტანდარტების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელსაც 2005 წლიდან მოყოლებული ორ წელიწადში ერთხელ შეიმუშავებს და გამოსცემს ევროსაბჭო.

ელექტრონულ პეტიციაზე ხელმოწერის უფლება აქვს საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს.
მხარდაჭერას ვადასტურებთ ხელმოწერით:

ჩვენს მიერ თქვენი პირადი მონაცემების დამუშავება ხდება პირადი ინფორმაციის დაცვისა და შენახვის ჩვენთან შეთანმების საფუძველზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ერთად სახლში
Email: info@ertad-sakhlshi.org
Web: https://www.ertad-sakhlshi.org
Facebook: https://www.facebook.com/ertadsakhlshi/