ჩვენს შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთად სახლში“ აერთიანებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს და სამშობლოში მოღვაწე პატრიოტებს.

ჩვენს ღონისძიებებში მონაწილეობენ ემიგრანტები გერმანიიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, ბელგიიდან, ირლანდიიდან, ავსტრიიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან და ა.შ.

დამფუძნებელი კრება გაიმართა: 2019 წლის 8 სექტემბერს.

ორგანიზაციის საქმიანობა რეგულირდება წესდების საშუალებით. ორგანიზაციას ხელმძღვანელობს საბჭო 11 წევრის შემადგენლობით, რომელსაც ირჩევს გენერალური კრება 2 წელიწადში ერთხელ.