ჩვენი ღონისძიებები

ორგანიზაცია „ერთად სახლში“ სისტემატიურად ატარებს კონფერენციებს, დისკუსიებს ემიგრანტებთან, საქართველოს საზოგადო მოღვაწეებთან და პოლიტიკოსებთან ერთად. ამ ღონისძიებების საპატიო სტუმრები არიან – საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გუბაზ სანიკიძე, თაკო ჩარკვიანი, ჯგუფი ახალი ლიდერების ინიციატივა, ანა ჭარხალაშვილი და ბევრი სხვა პატრიოტი. ამ შეხვედრებზე განვიხილავთ ემიგრაციაში არსებულ პრობლემებს, ასევე საქართველოში ეკონომიკური განვითარების, განათლების სისტემის თუ ეკოლოგიური განხრით არსებულ გამოწვევებს და ამ თემებზე მომზადებულ პრეზენტაციებს. გარდა ამისა ჩვენი ორგანიზაცია ინტენსიურად ატარებს ანტისაოკუპაციო აქციებს და ღონისძიებებს ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნით. პერიოდულად საქართველოში გაჭირვებული მოსახლეობას გადავცემთ ჰუმანიტარულ დახმარებას, განსაკუთრებით ვეხმარებით საოკუპაციო ხაზის პირას მცხოვრებ თანამემამულეებს.

ცალკეული ღონისძიებების შეჯამება, ვიდეო და ფოტომასალა იხილეთ შესაბამის ბმულზე.

დაგვიკავშირდით

  • Mikheil Khaplanashvili

  • info@ertad-sakhlshi.com

  • 0 172 750 1958

  • Teichwiesenweg 28,38226 Salzgitter