ერთად სახლში – 2019 წლის შეჯამება

2019 წელი ისტორიული იყო ქართული ემიგრაციისთვის და ჩვენი ორგანიზაციისთვის -„ერთად სახლში“. უკან დავიტოვეთ საკმაოდ რთული და ამავდროულად განუმეორებელი წელი. განსაკუთრებული მადლობა დამფუძნებლებს გაწეული შრომისთვის და ემიგრანტების გაერთიანების დიდი იდეისთვის ბრძოლისთვის! მადლობა საორგანიზაციო გუნდს და საქართველოს სიყვარულით მოტივირებულ ყველა იმ ადამიანს, ვინც ოპტიმიზმით, დაუღალავი შრომით, აქციებში და კონფერენციებში მონაწილეობით თუ იდეებით წვლილი შეიტანა ჩვენი ორგანიზაციის განვითარებაში პირვანდელი ფორმატიდან დღემდე. დღეს „ერთად სახლში“ აერთიანებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს და სამშობლოში მოღვაწე პატრიოტებს.

საქართველოში დღევანდელი მწვავე პოლიტიკური, ეკონომიური და სოციალური კრიზისის ფონზე, ჩვენ მოვლენების შორიდან მაყურებლად ვერ დავრჩებით.

დაარსების დღიდან ჩვენი მოტივაციაა, წვლილი შევიტანოთ:

  • საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში
  • დემოკრატიული ცნობიერების, კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესებაში
  • მეცნიერების პოპულარიზაციაში
  • საქველმოქმედო მიზნებისთვის სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობაში
  • საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის და ისტორიის პოპულარიზაციაში

ჩვენი ქვეყნისთვის ამ არსებითი მნიშვნელობის თემებს მიეძღვნა კონფერენციები ლიეჟში, რომში, ჰანოვერში, ბერლინში, ჰამბურგში და მიუნხენში.

ჩვენი ორგანიზაციის ეგიდით ჩატარდა ანტისაოკუპაციო აქციები ბერლინში, ლონდონში, თესალონიკში, სტოკჰოლმში, მილანში, ათენში, ბრიუსელში, თელავივში და ბევრ სხვა ქალაქში. გარდა ამისა ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აქციებს.

… და რადგან ერთი სურათი უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ათასი სიტყვა, გთავაზობთ ჩვენი 2019 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ფოტო-კოლაჟს. ქართველო ემიგრანტებო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, შემოგვიერთდით თქვენი იდეებით, ერთად შევქმნათ ერთიანი და ძლიერი ემიგრაცია, ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის!

გვჯერა, რომ 2020 წელი საქართველოსთვის და ჩვენთვის ისტორიული და ძალიან მაგარი წელი იქნება! ერთობა მიზნებში, ერთობა მოქმედებაში!

ქართველი ემიგრანტების ორგანიზაცია „ერთად სახლში”

  • Mikheil Khaplanashvili

  • info@ertad-sakhlshi.com

  • 0 172 750 1958

  • Teichwiesenweg 28,38226 Salzgitter

ვიდეოკოლაჟი

Aus datenschutzrechlichen Gründen benötigt YouTube Ihre Einwilligung um geladen zu werden. Mehr Informationen finden Sie unter Datenschutzerklärung.
Akzeptieren