„დროშა ვერ დაკიდენ!“

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, როდესაც რუსეთის იმპერიისგან პირველად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. ისევე როგორც 9 აპრილი, როდესაც საკუთარი სისხლის ფასად საქართველომ კვლავ თავი დააღწია რუსეთის მარწუხებს და მოიპოვა დამოუკიდებლობა.
2020 წელს როგორც 9 აპრილი, ასევე 26 მაისი არ აღნიშნულა ისე, როგორც ღირსეულ სუვერენულ სახელმწიფოს შეეფერება.

9 აპრილის მემორიალი თბილისის მერს, კახი კალაძეს აქვს გისოსებში ჩასმული და ხალხს 2020 წლის 9 აპრილს ჩვენი გმირების პატივისცემის და მადლიერების გამოსახატავად მემორიალთან მისვლის საშუალება არ მიეცა…

26 მაისს კი ისე გამოიყურებოდა თბილისის ქუჩები, როგორც წელიწადის დანარჩენ ნებისმიერ დღეს.

საქართველოს პრემიერმა კითხვაზე: რატომ არ აღმართა თბილისის ქუჩებში საქართველოს დროშები? უპასუხა: „პანდემიის პირობებში დავზოგეთ რაღაც რაღაცები და რაც გავაკეთეთ ისიც საკმარისიაო“.
და რა გააკეთეს?…

26 მაისს სიტყვით გამოსვლისას არც პრემიერმა და არც პრეზიდენტმა არც ერთხელ არ ახსენეს ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი, მთავარი ოკუპანტი რუსეთი. რუსეთი, რომელმაც აფხაზეთი და სამაჩაბლო არ იკმარა და დღესაც, როდესაც კალენდარი 2020 წელს გვაჩვენებს, აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების მიტაცებას, ჩვენი მოქალაქეების გატაცებას და მათ წამებას…
თბილისში დროშების აღმართვის ხარჯები იმდენად „დააზარალებდა“ ჩვენს ქვეყანას, რომ უნდა დაგეზოგათ, აბა რა!..
მაშინ როდესაც ასობით ათასი ლარი მმართველი პარტიის ლობისტებში, პიარში, სიპებში და აიპებში, რესტორნებში და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტი კარანტინის გამო დაკეტილი და უფუნქციო იყო 120.000,00 ლარი ტუალეტის ქაღალდსა და თხევად საპონში იხარჯება…

საქართველოს ქუჩებში აღმართული ქართული დროშები, „ბატონო“ პრემიერო, ყველა ქართველისთვის სიამაყის და ღირსების მომგვრელია. იმ სიამაყისა და ღირსებისა რომელსაც თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება გვგვრის. თქვენთვის ეს შეიძლება მეორე ხარისხოვანია, მაგრამ ჩვენთვის, პატრიოტი ქართველებისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო და იქნება.

სამწუხაროა, „ბატონო“ პრემიერო, რომ ასეთ ეროვნულ საკითხებშიც ვერ გრძნობთ ქართველი ხალხის გულისცემას.

ვინიცობაა 2021 თქვენ ხელგეწიფებოდეთ, დიდი მადლობლები დაგრჩებით 26 მაისს „ქართულ-ჯიგრულ პონტში“ საქართველოს ქუჩებში დროშები რომ გამოკიდოთ.

ქართველ ემიგრანტთა ორგანიზაცია
ერთად სახლში

#ერთადსახლში
#emigrantebi
#საქართველო