ორგანიზაციის წევრები
ერთად სახლში | Gemeinsam Zuhause e. V.
მიხეილ ყაფლანიშვილი
ორგანიზაციის „ერთად სახლში“ საბჭოს თავმჯდომარე
მიხეილ ყაფლანიშვილი არის გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე და ინდმეწარმე. 2019 წლიდან მიშა ორგანიზაციის „ერთად სახლში“ საბჭოს თავმჯდომარეა, ის წარმოდგენს ორგანიზაციას გერმანიის ინსტიტუციებთან, კოორდინაციას უწევს ორგანიზაციულ საკითხებს და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას.
დოქტ. ინჟ. გიორგი მეტრეველი
ორგანიზაციის „ერთად სახლში“ საბჭოს მრჩეველი
გიორგი მეტრეველმა 2008 წელს კარლსრუეს უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა დოქტორ ინჟინრის სამეცნიერო ხარისხი. ის ეწევა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას და პედაგოგიურ საქმიანობას გარემოს ქიმიის, კოლოიდური ქიმიის, ნანონაწილაკების და ქიმიური ანალიზის დარგში.
გიორგი, როგორც ორგანიზაციის მრჩეველი აქტიურად არის ჩართული შინაარსობრივ დისკუსიაში, ორგანიზაციის განვითარების ყველა ასპექტში და სხვადასხვა პროექტში.
მანანა სამუშია
ორგანიზაციის „ერთად სახლში“ საბჭოს წევრი
მანანა სამუშია 2019 წლიდან არის ორგანიზაციის საბჭოს წევრი. ის მუშაობს ტურიზმის სფეროში მარკეტინგის და პროდუქტების მენეჯერის თანამდებობაზე. მას აქვს მიუნხენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის („Munich University of Applied Sciences“) ევროპის კვლევების (European Studies) ბაკალავრის ხარისხი ტურიზმის მენეჯმენტის დარგში.
დარინა მიქელაძე
ორგანიზაციის „ერთად სახლში“ ვებგვერდის მენეჯერი
დარინა მიქელაძე, გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია. მან წარმატებით დაამთვარა ჰამბურგის უნივერსიტეტი მედიის და კომუნიკაციის განხრით. დამატებითი ონლაინ მარკეტინგის სპეციალიზების გავლის შემდეგ დარინა 5 წლია მუშაობს ონლაინ მარკეტინგის სფეროში.
დარინა ჩვენს ორგანიზაციაში კოორდინაციას უწევს ვებგვერდის ტექნიკურ უზრუნველყოფას.